კალათბურთი

ლეგიონერები

ბექა ბურჯანაძის გუნდმა სერია "ა"-ს ერთ-ერთი ლიდერი, "მილანი" დაამარცხა

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს აუტსაიდერმა "რეჯიო ემილიამ", რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს, მეორე წრე გამარჯვებით გახსნა. ემილიელებმა იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, მილანის "ოლიმპია" 73:68 დაამარცხა. "რეჯინამ" პირველი ტაიმი ერთი ქულით მოიგო (39:38), მესამე პერიოდში კი მასპინძლებმა მეტოქეს 9 ქულით აჯობეს და ბოლო მეოთხედს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

"მილანომ" მეოთხე პერიოდი მაგრად დაიწყო, "რეჯინას" 5 წუთში ქულა არ ჩააგდებინა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა "რეჯინამ" გაძლო და სერია A-ში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა – 73:68.

ბექამ 15 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა
და 1 პასი დააგროვა. ბურჯანაძემ 2-დან ერთი სამქულიანი და 3-დან ერთი საჯარიმო გამოიყენა. "რეჯინა" 10 ქულით "ნაპოლის" გაუთანაბრდა და მართალია, ბოლო ადგილზე დარჩა, იტალიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

მომდევნო ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე "ბრინდისი" იქნება, რომელმაც მეორე წრე თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიასთან" (78:77) გამარჯვებით გახსნა.

GBF
ასევე დაგაინტერესებთ