გოგამ 20 წუთზე მეტხანს ითამაშა - "ორლანდო" "ჯაზთან" 5 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 129:124 დასრულდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 20:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 3 ქულით (1/3), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

პაოლო ბანჩერომ 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მარკელ ფულტსმა 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სტუმართა შემადგენლობიდან ლაური მარკანენმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 27
მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "მაიამი ჰიტთან" ჩაატარებს.

"იუტა ჯაზი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 12 მარტს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=rK9LIbsdv8M
ქ. გ.
11 მარტი 2023 05:32
0
მერე ესროლა სამზე მეტი მოუშალა ვინმემ?
odalas
10 მარტი 2023 17:07
0
ძალიან არასტაბილურია,ერთ თამაშს ითამაშებს და მეორე მესამე თამაშს 2-3 ქულაზე მეტს ვერ აკეთებს, ამიტომაცაა ნბაში რომ ვერ დამკვიდრდა... ძალიან სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, იმედია ბოლოს და ბოლოს გაიხსნება და უფრო სტაბილური გახდება
pirlo
10 მარტი 2023 13:29
0
2 წუთში 3 ქულა მისი გუნდის ჩაგდებული 124 ქულიდან? ძალიან მაგრა უთამაშია!
aburjga
10 მარტი 2023 11:49
1
ასეთ ანალიზს აკეთებთ დღევანდელი პატრიოტები და იმიტომ არის რომ თქვენზე მოტყუებული ხალხი არ არსებობს. რამდენი ისროლა, არ გაინტერესებს? რამდენი მოხსნა, დაფარება, ასისტი ჰქონდა ეგ არ არის მნიშვნელოვანი? 3 სროლიდან 1 ჩააგდო. შანსი რომ ექნება მეტის სროლი, უფრო მეტ ქულას მოაგროვებს. და ამ აბურჯღას კომენტარებია სადაც გაიხედავ ქართულ საიტებზე.
odala
10 მარტი 2023 14:00
1

სიახლეები პოპულარული