გოგამ 20 წუთზე მეტხანს ითამაშა - "ორლანდო" "ჯაზთან" 5 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 129:124 დასრულდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 20:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 3 ქულით (1/3), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

პაოლო ბანჩერომ 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მარკელ ფულტსმა 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სტუმართა შემადგენლობიდან ლაური მარკანენმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 27
მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "მაიამი ჰიტთან" ჩაატარებს.

"იუტა ჯაზი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 12 მარტს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=rK9LIbsdv8M
ქ. გ.
05:32 11-03-2023
0
მერე ესროლა სამზე მეტი მოუშალა ვინმემ?
odalas
17:07 10-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული