კალათბურთი

ლეგიონერები

მამუკელაშვილის 10 ქულა და 5 მოხსნა 28 წუთში - "სან ანტონიო სპერსი" "ვაშინგტონ ვიზარდსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
აღმოსავლეთის ტურში მყოფ "სან ანტონიოს" შემადგენლობაში მორიგი, უხვწუთიანი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. ტეხასური გუნდი აშშ-ს დედაქალაქს ესტუმრა და ადგილობროვ ვიზარდსთან მატჩი 124:136 დათმო. ართველი მეფარე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი აუცდა. საუკეთესო მოედანზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებული კელდონ ჯონსონი გახდა, რომელმაც 30 წუთი 30 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კეიტა ბეიტ-დიოპმა 20 ქულა მიითვალა, მაკაქი ბრენჰემის ანგარიშზე 15
ქულა დაგროვდა.

19 მოგებით და 55 წაგებით "სან ანტონიო" აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა და მხოლოდ "ჰიუსტონ როკეტსს" უსწრებს. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს ისევ სტუმრად, ამჯერად "ბოსტონ სელტიქსთან" ელის.

GBF

altმამუკელაშვილი "მილუოკიში" 12 ქულითა და 7 მოხსნით დაბრუნდა [VIDEO]

altსანდროს საუკეთესო მატჩი "სპურსის" მაისურით - ქართველმა ტეხასელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის პირადი რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა "მემფისთან"