სანდროს მორიგი მაგარი მატჩი "სპურსის" შემადგენლობაში - "სან ანტონიო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 128:117 დასრულდა.

ტეხასელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:42 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 17 ქულით (7/14 თამაშიდან, 1/1 საჯარიმოს ხაზიდან), 8 მოხსნითა (3 მეტოქის ფარზე) და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

საუკეთესო მალაკი ბრანამი გახდა, რომელმაც 21 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ჯაზის" მხრიდან ტალენ ჰორტონ-ტაკერმა გუნდს 41 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 19 გამარჯვებითა და
57 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" ჩაატარებს.

"იუტა ჯაზი" 36 მოგებითა და 40 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 1-ელ აპრილს კი "ბოსტონ სელტიკსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადც კი წერენ, რომ სანდრომ მაგრად ითამაშა, ყველა თამაში წააგეს, ვალენსიისა და მამარდაშვილის არ იყოს
ზვიადი
30 მარტი 2023 13:31
12
სანდრო მაგრად ითამაშებს თუ საერთოდ არ ითამაშებს, სანანტონიო მაინც ყველა დარჩენილ თამაშს წააგებს ,იმიტომ რომ გაინაღდეს პლეიოფში ვერ მოხვედრა და დარჩენილ თამაშებში ფსონს ექსპერიმენტებზე და გამოუცდელ ახალგაზრდებზე აკეთებენ, სანდროც ერთერთი მათგანია. კალათბურთი ჩოგბურთი არააა გუნდური სპორტია და კონკრეტული მოთამაშის კარგი თამაში საერთოდ არ განაპირობებს მისი გუნდის მოგებას !
დავითი
30 მარტი 2023 17:53
2

სიახლეები პოპულარული