სანდრო მამუკელაშვილმა "გოლდენ სტეიტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი სან ანტონიოში. ტეხასური გუნდის 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ოკლენდში, "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. გუნდთან, რომელშიც ზაზა ფაჩულია სამჯერ გახდა ნბა-ს ჩემპიონი, მამუკელაშვილმა გამორჩეულად ითამაშა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მასპინძელმა "გოლდენ სტეიტმა" გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა – 130:115.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:13 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 10-დნ 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. სანდრომ ფარზე მაგრად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ბურთი მოხსნა.
მის ანგარიშზე ჯამში 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. სანანტონიოელთაგან ყველაზე მეტი – 22 ქულა კელდონ ჯონსონმა ჩააგდო. გოლდენ სტეიტში 33 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.

მომდევნო მატჩს სან ანტონიო 2 აპრილს, საკრამენტოში, "კინგსთან" გამართავს.

GBF

altსანდროს მორიგი მაგარი მატჩი "სპურსის" შემადგენლობაში - "სან ანტონიო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]

alt22 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა - სანდროს მორიგი კარგი მატჩი "სან ანტონიო სპურსის" რიგებში [VIDEO]

altსანდროს საუკეთესო მატჩი "სპურსის" მაისურით - ქართველმა ტეხასელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანდროს მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=mGR7GmSo674
ქ. გ.
07:30 02-04-2023
0
სამიანებში მოიკოჭლებს.ამ ასპექტზე სამუშაო აქვს.ძალიან ცუდი პროცენტით ისვრის სამიანებს.
ვაგნერი ჯანაშია.
00:52 02-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული