გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის MVP გახდა! იხილეთ გიორგის ემოციები პრიზის მიღების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასაკვირი არაა, რომ ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

"ტენერიფეს" კალათბურთელმა ამის შესახებ თვითმფრინავში გაიგო, კუთვნილი პრიზი კი მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა. 34 წლის კალათბურთელი მთელმა გუნდმა ტაშით დააჯილდოვა.

გიორგიმ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა, გამოცდილი მოთამაშე სეზონის MVP-ი პირველად 2020/2021 წლების სეზონში გახდა.

შეგახსენებთ, შერმადინი ლიგა ენდესას ჩემპიონატში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

altშერმადინის 15 ქულა - "ტენერიფემ" ლიგა ენდესა რეგულარული გამარჯვებით დაასრულა, წინ პლეი-ოფია [VIDEO]

altშერმადინის

8 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი მალაგაში

altშერმადინის ლიდერობით "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაო მოიგო

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვულოცავ გიორგის ამ დიდ წარმატებას მადლობა გიორგი შერმადინს !
ჩვენი ქვეყნის სიამაყეს !

მარსელინი მაგარი ტიპია ! როგორც თამაშებში ახუტებს ბურთს , ზუსტად ისე ჩაახუტა მვპ ის თასიც ...
ბესო
27 მაისი 2023 06:09
0
იმ ჩემოიონატში სადაც მიროტიჩი,ლული, რუდი ფერნანდესი,ედი ტავარესი,სატორანსკი, იან ვესლი,მუსა თამაშობენ და ქართველი ხდება საუკეთესო, რაღაა სათქმელი!!!უბრალოდ ბრავოოოო შენ ეს დაიმსახურე!!!!!!!
მარი
27 მაისი 2023 01:13
1
ყველაზე სტაბილური და ამავდროულად, დაუფასებელი ქართველი სპორტსმენი!!!!!!!
ანი
27 მაისი 2023 00:42
1
გენაცვალე ერის სიამაყევ! დიდი შედეგია 2 ჯერ თან ....წარმატებები ჩვენ ლომს
იუვე-10
27 მაისი 2023 00:28
0
მაგარი კაცი! კიდე გვასახელა!
Joseph
26 მაისი 2023 22:56
0
გიორგი შერმადინი,ჩემი საყვარელი კალათბურთელი! ყველაზე თავმდაბალი,ყველაზე კეთილი და ყველაზე პატიოსანი ბიჭია! უბრალოდ დააკვირდით მის ქცევებს,რამხელა ბიჭია და როგორი მორცხვი,მშვიდი! უდიდეს პატივს ვცემ ასეთ პიროვნებებს! ქედს ვიხრი გიო შენს წინაშე,ვამაყობ,რომ ქართველი ხარ! ძალიან მიყვარხარ და გილოცავ ასეთ წარმატებას...
gulshematkivari0703
26 მაისი 2023 22:45
0
არამგონია თქვენი წერილი გიორგის წაეკითხოს თორემ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გიპასუხებდათ..
ისე რაც თქვენ დაწერეთ ეს ნამდვილად არის საქართველოში და ეს ძალიან ცუდია რბილად რომ ვთქვათ! ჩემი რჩევა იქნება,არ დანებდეთ და ყველაფერი იღონეთ ხმა რომ მიაწვდინოთ!
gulshematkivari0703
27 მაისი 2023 18:39
2
მე მივწერე შერმადინი ჩემი ბავშვის თაობაზე 209სმ სიმაღლის არის 17 წლის ბავშვი და გამოხმაურება ნული რადგან ჩემი გვარი საერთოდ არ ფიგურირებს კალათბურთთან.საერთოდ არ ახსოვს საიდან მოხვდა უპატრონო ბავშვს ხუხაშვილმა უპატრონა და მე რომ უპატრონო ვარ არ გატოკდა
გივი
27 მაისი 2023 14:40
1
ბრწყინვალე, სამაგალითო სპორცმენი, ცოტათი დაუფასებელიც, გაცილებით მეტი ეკუთვნის. მადლობა ამდენი წელი მუყაითი შრომისთვის, ნაკრებშიც ყოველთვის სულ და გულს დებ
ბაჩო
26 მაისი 2023 22:33
1
ვახ როგორ გამახარე გიო!თან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს!!!!გილოცავთ ყველას!!!
გიორგი
26 მაისი 2023 20:51
0
გუნდური სპორტიდან ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ხარ,ამდენი ინდივიდუალური პრიზი არც ერთ სპორტსმენს არ აქვს,პლიუს ორი ევროლიგა გაქვს მოგებული,ქართული კალათბურთის და სპორტის ლეგენდა ხარ!!!!!!
!!!
26 მაისი 2023 20:49
0
მადლობა ასეთი სიხარულისთვის!!!
ჯონდო
26 მაისი 2023 19:44
0

სიახლეები პოპულარული