კალათბურთი

ლეგიონერები

მადრიდულმა კლუბმა ლოჩოშვილის ტრანსფერზე "კრემონეზეს" მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეიძლება სერია B-ში გავარდნილი "კრემონეზე" დატოვოს და "რაიო ვალეკანოში" გადავიდეს.

Okfichajes-ი და todofichajes-ი იტყობინებიან, რომ მადრიდული გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აიბარგება, მათ შემცვლელები სჭირდებათ და ერთ-ერთი ასეთი 25 წლის ლოჩოშვილია.

გამოცემები წერენ, რომ "რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელები ქართველს მაღალი კლასის ფეხბურთელად თვლიან, რომელსაც დიდი პერსპექტივა გააჩნია, დაცვის გაძლიერება შეუძლია, ეს რეკონსტრუქციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება და ამისათვის კრემონულ კლუბს პირველი წინადადებით მიმართეს.