კალათბურთი

ლეგიონერები

გუგა ნაცვლიშვილმა ლატვიურ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა "რიგა ზელიმ", რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. კონტრაქტი 1+1-წლიანია და იგი ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ შევა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილმა გასული სეზონები ესპანეთში, "კანარიასის" ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა. ნაცვლიშვილი საშუალოდ ჩაგდებული 13.3 ქულით ნაკრების ბომბარდირი იყო, ხოლო მოხსნებში (7.4) მეორე პოზიცია ეკავა.

GBF.GE