ბითაძის 28 წუთი და ორი ოვერტაიმი - "ორლანდო" "საკრამენტოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "საკრამენტო კინგსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 138:135 გაიმარჯვა. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

"მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ახალგაზრდა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

კალიფორნიელთაგან დომანტას საბონისმა თავი 22 ქულით, 23 მოხსნითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანკერო გახდა, "მეჯიქის" ერთ-ერთა ლიდერმა 41 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 19 გამარჯვებითა და 15 წაგებით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 6 იანვარს, "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

"საკრამენტო" 20 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. "კინგსი" 6 იანვარს "ტორონტო რაპტორსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბითაძეს ბანკეროსთან ერთად შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, ბოლო წამებზე კუთხიდან 3 ქულიანი რომ ჩაეგდო. სასწაული დაცვა ითამაშა ოვერტაიმში 2 მნიშვნელოვანი ბლოკით და კარგი სქრინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენერმა ფაქტიურად მთელი ორი ოვერტაიმში შეუცვლელად ათამაშა. ბრავო
შალვა
10:42 04-01-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული