ბურჯანაძის 10 ქულა და 5 მოხსნა "უნიკახასთან" ბრძოლაში წაგებულ მატჩში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძე სტაბილურად თამაშობს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასული "ლეიმა კორუნა ბასკეტის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და გუნდი აგებს თუ იგებს, ქართველი ფორვარდი მოედანზე კორუნელთა ერთ-ერთი ბურჯია.

"ლეიმა ბასკეტმა" პირველივე ტურში სენსაციის დარი შედეგი დასვა – მადრიდის "რეალი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მას მერე კორუნელებმა მოგების გემო აღარ იციან – მესამე მატჩი წააგეს. მორიგ ტურში "ლეიმა ბასკეტმა" ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ "უნიკახას" უმასპინძლა და ბრძოლაში – 83:90 დამარცხდა.

ბურჯანაძე მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის სასტარტო
ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 26:23 წუთი გაატარა. ბექამ 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13 შეადგინა და ამ შედეგით ის კორუნელთაგან ატუმანე დიანეს ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

1 მოგებითა და 3 მარცხით "კორუნა ბასკეტი" 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 26 ოქტომბერს, კორუნელები "სარაგოსას" უმასპინძლებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული