რიგის ვეფ-ში ანდრონიკაშვილის დებიუტი ბერძნულ აეკ-თან შედგა

AutoSharing Option
რიგის ვეფ-ში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. მე-3 ტურის მატჩში ლატვიურმა კლუბმა რიგაში ბერძნულ აეკ-ს უმასპინძლა და 69:80 დამარცხდა. ქართველმა უკანახაზელმა, რომელსაც ვეფ-მა 3-კვირიანი კონტრაქტი გაუფორმა, საკმაოდ ბევრი, 24 წუთი ითამაშა.

ანდრონიკაშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების მოთამაშის ანგარიშზე მთლიანობაში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. რატიმ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 6-ჯერ დაკარგა. რიგელთა შორის 17 ქულით, 6 ჩაჭრით და 5 პასით საუკეთესო იყო
უკრაინელი ისუფ სენონი, 19 ქულა და 5 პასი ჰარისონ ქლირიმ დააგროვა.

რიგის ვეფ-ი E ჯგუფშია აეკ-თან, "ტელეკომ ბონთან" და რამათ-განის "მაკაბისთან" ერთად. 1 მოგებითა და 2 მარცხით რიგელები მე-2 ადგილზე არიან, შემდეგ შეხვედრას კი 13 ნოემბერს, გერმანიაში, "ტელეკომთან" ჩაატარებენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას საქართველოს ჩემპიონატი არ აცდება სამწუხაროდ.
იკა
14:12 31-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული