
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. "ვირტუსის" რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო – 23 ქულა.
"ვირტუსს" 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ "ბრეშას".
"ტრენტოს" 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. "ვირტუსი" 16 მარტს "ნაპოლის" ესტუმრება.
GBF.GE