ჩარლზ ბარკლის აზრით, ლებრონი მეშვიდეა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდამ ჩარლზ ბარკლიმ შეადგინა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელთა რეიტინგის საკუთარი ვერსია.

"სერ ჩარლზის" აზრით, კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

1. მაიკლ ჯორდანი
2. ოსკარ რობერტსონი
3. უილტ ჩემბერლენი
4. ბილ რასელი
5. ქარიმ აბდულ ჯაბარი

"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მეშვიდეა - ჩამორჩება მეექვსეადგილოსან კობი ბრაიანტს. აი, როგორ ახსნა ბარკლიმ თავისი გადაწყვეტილება.

"არ მესმის, რატომ უნდა დავაყენო ლებრონი ყველა დროის უდიადესი კალათბურთელების სათავეში. თუ ის მოიგებს კიდევ ორ ჩემპიონატს, მას კობი ბრაიანტზე მაღლა ავწევ.
კობისა და ტიმ დანკანს ხუთ-ხუთი ბეჭედი აქვთ, ლებრონს - სამი", - აღნიშნა ბარკლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლებრონი წლებია შედარებით სუსტ გუნდებში თამაშობს. ეხლაც კი უწევს კონკურეციას
ჯორდანს და ამჯამად თუ პირველი არა მეორე კალათბურთელი მაინც არის.
აცადეთ და ფაქტიურად ყველა რეკორდს მოხსნის
gia
12 სექტემბერი 2017 13:36
2
თუ საჩემპიონო ბეჭდების რაოდენობაზეა, ჩემბერლენი უნდა იყოს პირველიც, მეორეც და მესამეც
მერაბი გ.
08 სექტემბერი 2017 13:06
0
ვილტ ჩემბერლენი არა ბილ რასელი არის 11 ბეჭდის მფლობელი.
თვითონ ბარკლის არცერთი საჩემპიონო ბეჭედი არ აქვს,მაგით საკუთარი თავი შეაფასა.
giorgiiiiiiiiiiiiii
09 სექტემბერი 2017 13:36
1

სიახლეები პოპულარული