ფაჩულიამ და ჰარდენმა NBA-ს ახალი წესები მიაღებინეს
სწორედ ასეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი დასავლეთ კონფერენციის ფინალში, როცა „სან ანტონიოს“ ლიდერი კავაი ლეონარდი ზაზა ფაჩულიას ფეხზე დახტა და ისედაც ნატკენი კოჭი გაირთულა. მაშინ ზაზას საქციელში ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
სწორედ ამ ახალ წესზე დაეკითხნენ რეპორტიორები კავაი ლეონარდს და ისიც ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა
კავაი საკმაოდ დიპლომატიური აღმოჩნდა: "ვფიქრობ, რომ კარგი წესია, ის დაიცავს კალათბურთელებს დაშავებისგან. დამცველიც ფრთხილად იქნება.
რაც შეეხება ჩვენს ინციდენტს, ის უკვე წარსულს ჩაბარდა. იყო ეს „ბინძური“ თამაში თუ არა, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, წინ ახალი სეზონია".