დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი "კლივლენდ კავალიერზში" გააგრძელებს კარიერას. როგორც უკვე ვწერდით, 35 წლის მცველი მოელაპარაკა კონტრაქტის გამოსყიდვაზე "ჩიკაგო ბულზს" და 27 სექტემბრიდან თავისუფალი აგენტი გახდა.

ESPN-სთვის ცნობილი გახდა, რომ უეიდი "კლივლენდთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 2.3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"კლივლენდში" უეიდი ისევ შეუერთდება ლებრონ ჯეიმსს. ამ კალათბურთელებმა ოთხი წელი ითამაშეს ერთად "მაიამი ჰიტში" და ორჯერ მოიპოვეს NBA-ის ჩემპიონის ტიტული.

გასულ სეზონში NBA-ის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 12-გზის მონაწილემ რეგულარულ სეზონში საშუალოდ, 18.3 ქულა, 4.5 მოხსნა და 3.8 შედეგიანი
პასი დააგროვა, ხოლო პლეი ოფში ეს მაჩვენებლები 15 ქულას, 5 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
2.3 მილიონი ?!...რაღაც ძალიან ცოტაა, ხომ არ გეშლებათ?
grisha dedakimovi
28 სექტემბერი 2017 18:03
0

სიახლეები პოპულარული