ბლეიკ გრიფინი პარკეტს იანვრამდე დაუბრუნდება?

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერი, ბლეიკ გრიფინი, შესაძლოა, პარკეტს 2017 წელს დაუბრუნდეს. ეს ინფორმაცია "კლიპერსის" მთავარმა მწვრთნელმა, დოკ რივერსმა დაადასტურა.

გრიფინის დაბრუნების სავარაუდო თარიღი 30 დეკემბერია, როდესაც "კლიპერსი" ლოს ანჯელესურ დერბიში "ლეიკერსს" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ გრიფინმა მუხლის ტრავმა უკანასკნელ ლოს ანჯელესურ დერბიში მიიღო და 13 მატჩი გამოტოვა.

გრიფინის გარეშე ჩატარებულ მატჩებში "კლიპერსმა" 5 დაპირისპირება მოიგო და 8-ში დამარცხდა.

28 წლის მძიმე ფორვარდის საშუალო მონაგარი ამ სეზონში 23.6 ქულას, 7.9 მოხსნასა და 5.1 შედეგიან გადაცემას შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული