ლებრონ ჯეიმსი "გოლდენ სტეიტში" გადასვლის საკითხს განიხილავს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "კლივლენდ კავალიერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადასვლის საკითხი განიხილოს.

"გოლდენ სტეიტს" სახელფასო ბიუჯეტში გათავისუფლებული ადგილის შექმნის შემთხვევაში შეუძლია 2018 წლის შუა სეზონში ლებრონ ჯეიმსთან მოლაპარაკების საშუალება მიიღოს.

წყაროს ინფორმაციით, ჯეიმსი "უორიორსის" ხელმძღვანელობას შეხვდა და კალიფორნიული კლუბის შეთავაზებას გაეცნობა.

მოსალოდნელია, რომ ჯეიმსი მოთამაშის პუნქტს გამოიყენებს და  "კლივლენდთან" კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელზე უარს იტყვის, რაც მას უსაზღვრო თავისუფალი აგენტის სტატუსს მიანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ს
ჩემპიონობა მოიპოვა. ოკლენდელებმა ფინალურ სერიაში სწორედ "კლივლენდი" დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს იგივეა რუსეთი ნატოში რო გაწევრიანდეს.....
reali
18:01 12-02-2018
0
რაც ლებრონმა მიაგწია იმას ვერც დურანტი მიაგწევს და მითუმეტეს კლეი, ასე რომ ის ლებრნონია და ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია..
KING
11:36 06-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული