ლებრონ ჯეიმსი "გოლდენ სტეიტში" გადასვლის საკითხს განიხილავს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი კრის ჰეინსი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "კლივლენდ კავალიერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადასვლის საკითხი განიხილოს.

"გოლდენ სტეიტს" სახელფასო ბიუჯეტში გათავისუფლებული ადგილის შექმნის შემთხვევაში შეუძლია 2018 წლის შუა სეზონში ლებრონ ჯეიმსთან მოლაპარაკების საშუალება მიიღოს.

წყაროს ინფორმაციით, ჯეიმსი "უორიორსის" ხელმძღვანელობას შეხვდა და კალიფორნიული კლუბის შეთავაზებას გაეცნობა.

მოსალოდნელია, რომ ჯეიმსი მოთამაშის პუნქტს გამოიყენებს და  "კლივლენდთან" კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელზე უარს იტყვის, რაც მას უსაზღვრო თავისუფალი აგენტის სტატუსს მიანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ს
ჩემპიონობა მოიპოვა. ოკლენდელებმა ფინალურ სერიაში სწორედ "კლივლენდი" დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ტყუილია 3 მიზეზის გამო: 1. კ ტომპსონიც რომ გაუშვან თანხა მაინც არ ეყოფათ 2. "არასუპერვარსკვლავურია" ლებრონის მხრიდან ვარსკვლავებით გატენილ და ისედაც საჩემპიონო გუნდში გადასვლა 3. ნბა ეშხს დაკარგავს
მერაბი გ.
15:47 01-02-2018
0
ბატონო სანდრო! სწორად ბრძანებთ "თუ კლუბის ინტერესებში შედის მოთამაშის გაშვება"-ო, მეც ზუსტად მაგ არგუმენტის უარყოფას შევეცადე, როდესაც ვთქვი, რომ რაში უნდა აწყობდეს კლივლენდს ლებრონის გაშვება, როცა მთელი ოჰაიოს შტატი მასზეა გაგიჟებული თქო. კაცმა 50 წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიური გუნდი ჩემპიონი გახადა და კვლავ მისი უძლიერესი წევრია, მისი იქიდან წასვლის შემთხვევაში კლივლენდში დიდი კალათბურთი მოკვდება და ეს იქნება გუნდის ინტერესი?
სანდრო 777-ს
15:52 01-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული