კევინ დურანტმა ზაზა ფაჩულიაზე მესიჯის გამო ჟურნალისტი გააკრიტიკა
AutoSharing Option
ESPN San Antonio-ს რადიოს წამყვანმა კრის მინინკსმა "ინსტაგრამში" მოჰყვა, რომ "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა "სპურსთან" მატჩის მესამე და მეოთხე შესვენებების დროს ახალგაზრდა ფანს ავტოგრაფი მისცა.
მინინკსმა თავისი პოსტი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "ზაზას ფანი არ ვარ, მაგრამ..."
ეს არ მოეწონა "უორიორსის" ფორვარდ კევინ დურანტს და დაუწერა: "ვის ადარდებს, ფანი ხარ თუ არა. ესენი ფიქრობენ, რომ იყო ფანი, რაღაც სამსახურია, რომელსაც სარგებელი მოაქვს".