"გოლდენ სტეიტს" "ჰიუსტონთან" მე-5 მატჩში შესაძლოა ძირითადის 2 მოთამაშე დააკლდეს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ოფიციალური დასკვნის მიხედვით, შესაძლოა, გუნდის კალათბურთელებმა კლეი ტომპსონმა და ანდრე იგუდალამ "ჰიუსტონთან" სერიის მე-5 მატჩში ვერ ითამაშონ. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN.com-ი ავრცელებს.

ტომპსონმა მარცხენა მუხლი სერიის მეოთხე მატჩში დაიზიანა, ხოლო იგუდალამ ეს შეხვედრა მარცხენა ფეხის დაზიანების გამო გამოტოვა.

მეოთხე მატჩში წაგების შემდეგ "უორიორსსა" და "როკეტსს" შორის ანგარიში 2:2 გახდა.

მეხუთე მატჩი 25 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.
ასევე დაგაინტერესებთ