ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ფინალში! - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონი" ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფის სერიის მე-7 მატჩში "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და ანგარიშით 101:92 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოკლენდელებმა სერია 4:3 მოიგეს, დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, კვლავ არ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც წინა შეხვედრაში 3 წუთი დაჰყო პარკეტზე.

"უორიორსს" ქულებით კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ბლოკი მოაგროვა. სტეფ კარის სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მან 27 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.
კლეი ტომპსონმა 19 ქულა ჩააგდო, დრეიმონდ გრინმა კი 10 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

დურანტზე 2 ქულით ნაკლები (32) ჩააგდო ჯეიმს ჰარდენმა. ერიკ გორდონმა 23 ქულა მიითვალა, ხოლო კლინტ კაპელამ 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. კრის პოლს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

"გოლდენ სტეიტი" NBA-ს ისტორიაში გახდა მე-6 გუნდი, რომელიც ზედიზედ მეოთხე წელია ფინალში გადის. ერთი დღით ადრე ეს მიღწევა "კლივლენდს" ჰქონდა.

ფინალური სერია 31 მაისს, კლივლენდში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც: 1.ჰიუსტონი 65 მოგება; 2.ტორონტო 59; 3.გოლდენ სტ 58; 4.ბოსტონი 55; 5.ფილადელფია 52; 6.კლივლენდი 50. გოლდენმა მე-2 ადგილი დასავლეთ კონფერენციაში დაიკავა, ხოლო კლივლენდმა აღმოსავლეთში მე-4. ამით არ ირჩევა მოედნის უპირატესობა, არამედ საერთო ცხრილით. გთხოვთ დაბეჭდოთ, რომ ახალგაზრდა გულშემატკივრები შეცდომაში არ შევიდნენ. ზოგადად მადლობა კომენტარისთვის
alexandre
29 მაისი 2018 23:45
0
გილოცავთ უმაგრსი წარმატება ნბას ფინალში ზაზა ეს ზან დიდი წარმატბააა ...ქართვეების ფეხი დაებედოს ნბას ფინალსს..ყველას გილოცავთ ეს უკვე მოგებაა გოლდენი 98 პოცენტი ჩემპიონია თუ რამე საოცრება არ მოხდა.მე ასე მჯერა სერიას მოიგებს 4-1 ან 4-0.. ეს იქნება შედეგი ,,,მე ასე მჯერა და ვფიკრობ
reali
29 მაისი 2018 13:40
2
ლონდარიძე რომ აიყვანოს გოლდენმა ფაჩულიას მაგივრად ბევრად აჯობებს უფრო ემოციურია და უმაღლეს დონეზე ყავს აყვანილი სათადარიგოდან პირსახოცის ქნევა
lolo
29 მაისი 2018 13:28
11
შენი ირონიული კომენტარი შენთვის შეინახე გულში შენი თანამემამულე ნბას Fინალში რო არის ის რო გიხაროდეს იმის მაგივრად გულზე ბოღმამ გოგაწვა და რას წერ თვითონ არ იცი.. მარა არ იკვირ ქართველები ხო ერმანეთის შურით ცხოვრობს და სულდგმულობს..
reali
02 ივნისი 2018 15:06
0
რეგულარული გოლდენ ს-მა მე-3 ადგილზე დაამთავრა, კლივლენდმა მე-6. შესაბამისად პირველი თამაში ოკლენდშია და არა კლივლენდში. ან დაბეჭდეთ, ან თქვენი ტექსტი შეასწორეთ.
alexandre
29 მაისი 2018 12:14
0
ვინ რომელზე დაამთავრა რეგულარული არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია როგორი მომზადებული შეხვდები play-off-ებს.
ეგრე ჰიუსტონიც პირველი იყო, მაგრამ...
___
29 მაისი 2018 15:38
1
მართალი ხარ პირველი თამაში ოკლენდშია, მაგრამ გოლდენმა მე-2 ადგილით დაამთავრა რეგულარული და კლივლენდმა მე-4.
alexandres
29 მაისი 2018 13:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული