ლებრონ ჯეიმსი: შვილთან ერთად თამაში NBA-ში ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება

AutoSharing Option
"კლივლენდის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ 3 ჩემპიონის ტიტული და MVP-ის 4 ჯილდო მეორე ადგილზე გადაიწევს, თუ ის NBA-ს მატჩში თავის შვილთან ერთად ითამაშებს, რომელსაც ასევე ლებრონ ჯეიმსი ჰქვია.

"რა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი მიღწევა ჩემს ცხოვრებაში? ჩემს შვილთან ერთად თამაში NBA-ს მატჩში. ეს ჩემთვის NBA-ს მოთამაშის სტატუსით ყველაზე დიდი მიღწევა შეიძლება იყოს.

ჩვენი თამაში შეიძლება ერთ გუნდში ან ერთმანეთის წინააღმდეგ მოხდეს", - თქვა ჯეიმსმა.

მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით