"ეს ნამდვილი კალათბურთი არაა. მოდით, 4-ქულიანი ან 5-ქულიანი გავაკეთოთ, რომ გულშემატკივრები უფრო გახალისდნენ. მოდით, კალათბურთისგან ცირკი მოვაწყოთ", - ციტირებს პოპოვიჩს The Dallas Morning News-ი.
კითხვაზე, შეძლებდა თუ არა კალათბურთი არსებობას სამქულიანების გარეშე, "სპურსის" მწვრთნელმა უპასუხა: "ვინ გგონივართ? გინდათ, რომ კიბოს წამალიც მოვიგონო?"
შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, კლეი ტომპსონმა სამქულიანების რეკორდი დაამყარა NBA-ში - მან 14 სამქულიანი ჩააგდო.
კლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა! - მამა კი უკმაყოფილოა [VIDEO]