გრეგ პოპოვიჩი სამქულიანებზე: ეს ნამდვილი კალათბურთი არაა

AutoSharing Option
"სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა აღიარა, რომ სამქულიანები არ უყვარს.

"ეს ნამდვილი კალათბურთი არაა. მოდით, 4-ქულიანი ან 5-ქულიანი გავაკეთოთ, რომ გულშემატკივრები უფრო გახალისდნენ. მოდით, კალათბურთისგან ცირკი მოვაწყოთ", - ციტირებს პოპოვიჩს The Dallas Morning News-ი.

კითხვაზე, შეძლებდა თუ არა კალათბურთი არსებობას სამქულიანების გარეშე, "სპურსის" მწვრთნელმა უპასუხა: "ვინ გგონივართ? გინდათ, რომ კიბოს წამალიც მოვიგონო?"

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, კლეი ტომპსონმა სამქულიანების რეკორდი დაამყარა NBA-ში - მან 14 სამქულიანი ჩააგდო.

altკლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა! - მამა კი უკმაყოფილოა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
პარკერი და კავაი როცა ყრიდნენ მაშინ ხომ მოგწონდა, შე კრისა შენა, მთელს ამერიკას რომ შეაძულე ზაზა შენი ფხუკურა კომენტარით, თითქოს რაიმე შანსი ჰქონდა სპურზს იმ სერიაში უორიორზთან.
ბბბ
16:54 30-10-2018
5
რომ არა სამქულიანები კალათბურთი მოსაწყენი გახდებოდა, რომ გაუქმდეს სამქულიანები და დავუშვათ ზონური დაცვა ისეთი თამაში წავა მაყურებელი შეიძლება თამაშის დაწყებიდან 15 წუთში სახლში წავიდეს!
zaza
17:57 30-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული