სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო, "გოლდენ სტეიტი" "მილუოკისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
NBA-ს მოქმედი ჩემპიონი "გოლდენ სტეიტი" "მილოუკისთან" ანგარიშით 111:134 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ერიკ ბლედსო იყო, რომელმაც 26 ქულას, 6 პასს და 4 მოხსნას მოუყარა თავი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერძენმა კალათბურთელმა გიანის ანტეტოკუნმპომაც, რომელმაც 24 ქულა, 4 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.

მოქმედ ჩემპიონთაგან საუკეთესო კი კლეი ტომპსონი იყო. მის ანგარიშზე 24 ქულა, 3 პასი და სამი მოხსნაა.

ტრავმა მიიღო "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მსროლელმა სტეფ კარიმ. მას კუნთი მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დაეჭიმა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

მარცხის
მიუხედავად, ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს ინარჩუნებს. რაც შეეხება "მილუოკის", ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორეა.

 

altროგორი იქნება "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული დემარკუს კაზინსის დამატების შემდეგ

altკლეი ტომპსონმა NBA-ს რეკორდი დაამყარა! - მამა კი უკმაყოფილოა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ