ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულებით მეხუთეა

AutoSharing Option
"ლეიკერსის" ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი "პორტლენდთან" ჩაგდებული 44 ქულის შემდეგ რეგულარული სეზონის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.

33 წლის კალათბურთელმა უილტ ჩემბერლენს გადაუსწრო, რომელსაც 31 419 ქულა აქვს მოპოვებული.

დღესდღეობით ლებრონის მონაგარი 31 425 ქულაა, მისი შემდეგი სამიზნე კი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანია.

NBA-ს ყველა დროის ბომბარდირები:

1. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 38 387
2. კარლ მელოუნი - 36 928
3. კობი ბრაიანტი - 33 643
4. მაიკლ ჯორდანი - 32 292
5. ლებრონ ჯეიმსი
- 31 425
6. უილტ ჩემბერლენი - 31 419
7. დირკ ნოვიცკი - 31 187
8. შაკილ ო’ნილი - 28 596
9. მოზეს მელოუნი - 27 409
10. ელვინ ჰეიესი - 27 313

altმეფე დაბრუნდა! - ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" მაისურით პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]