"დეტროიტი" ისევ დამარცხა - ზაზა ფაჩულია კვლავ არ ჩანს

AutoSharing Option
ისევ დამარცხდა "დეტროიტი", რომელმაც ამჯერად "იუტას" ვერ აჯობა (105-110).

შემადგენლობაში კვლავ არ გამოჩენილა "პისტონსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს.

პარკეტზე საუკეთესო მასპინძელთა კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 39:37 წუთში 34 ქულას, 5 პასს და 10 მოხსნას მოუყარა თავი.

"იუტას" მხრიდან კი მიჩელ დონოვანმა მოახერხა 26 ქულის, 5 პასისა და 5 მოხსნის მოგროვება.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედი "დეტროიტმა" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო, მატჩში გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა.

ამ მარცხის შემდეგ "პისტონსი" 17 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
მე-9 ადგილს იკავებს და საპლეიოფო ზონაში აღარაა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ მატჩს 8 იანვარს "სან ანტონიოსთან" გამართავს.

altზაზა ფაჩულიამ ზედიზედ ორი მატჩი გამოტოვა - რა სჭირს ქართველ კალათბურთელს?

ასევე დაგაინტერესებთ