"დეტროიტი" გათამაშების ლიდერთან დამარცხდა - ზაზა ფაჩულიას 6 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "მილოუკი ბაქსს" უმასპინძლა და დამარცხდა (105:115).

"პისტონსის" ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და პარკეტზე 12:26 წუთი გაატარა. ამ დროში მან  6 ქულა, 3 პასი და 4 მოხნა დააგროვა.

ყველაზე მეტი ქულა "პისტონსის" კალათბურთელ რეგი ჯექსონის ანგარიშზეა. მან "მილუოკი ბაქსს" 25 ქულა ჩაუგდო (5 პასი, 3 მოხსნა), საუკეთესო კი სტუმართა მოთამაშე ბერძენი გიანის ანტეტოკუმპო იყო, მას სამმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა. გიანისის ანგარიშზე 21 ქულა, 11
პასი და 8 მოხსნაა.

"პისტონსმა" ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 21 გამარჯვებითა და 28 მარცხით მე-9 ადგილს იკავებს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "დალასთან" პირველ თებერვალს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.


altზაზა ფაჩულიას მიწვევით, დეტროიტი-ვაშინგტონის მატჩს ავღანეთში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი დაესწრო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთადერთი შარლოტიღა დარჩა ვისაც შეიძლება დაეწიოს, თორემ დარჩება ზაზა ფლეიოფს მიღმა.
!!!!!!!
14:59 30-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული