"დეტროიტმა", როგორც იქნა, მოიგო - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტმა" "დალასს" უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, 93:89 დაამარცხა.

მანსპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო და მოედანზე 11:22 წუთი გაატარა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც გუნდს 4 ქულით, 1 პასით და 2 მოხსნით დაეხმარა.


აღსანიშნავია, რომ "პისტონსმა" პირველი სამი მეოთხედი წააგო, მეოთხე კი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.

ყველაზე მეტი ქულა "დალასის" კალათბურთელ ჰარისონ ბარნსის ანგარიშზეა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო (4 პასი, 7 მოხსნა).

მასპინძელთაგან კი 24-24 ქულა მოიპოვეს ანდრე
დრამონდმა (20 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინმა (6 პასი, 10 მოხსნა).

50 შეხვედრის შემდეგ "დეტროიტს" 22 გამარჯვება და 28 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.


ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 3 თებერვალს, ჩვენი დროით 02:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული