NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეულები და რეზერვი ცნობილია

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, NBA-მ All Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულები გამოაქვეყნა.

დასავლეთ კონფერენციის კაპიტანი "ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გახდა, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის კაპიტანი - "მილუოკის" ვარსკვლავი იანის ატეტოკუნბო.

დასავლეთ კონფერენციის ნაკრები: სტეფ კარი, კევინ დურანტი (ორივე გოლდენ სტეიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) და პოლ ჯორჯი (ოკლაჰომა)

Sportall.Ge

აღმოსავლეთ კონფერენციის ნაკრები: კემბა უოკერი (შარლოტი), კაირი ირვინგი (ბოსტონი), იანის ატეტონკუნბო (მილუოკი), კავაი ლეონარდი (ტორონტო) და ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

Sportall.Ge

მწვრთნელების გამოკითხვის შემდეგ ორივე კონფერენციის რეზერვისტებიც გაირკვნენ:

აღმოსავლეთის გუნდი: ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), ბლეიკ გრიფინი
(დეტროიტი), კაილ ლაური (ტორონტო), კრის მიდლტონი (მილუოკი), ვიკტორ ოლადიპო (ინდიანა), ბენ სიმონსი (ფილადელფია), ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო)

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ კომისიონერი ადამ სილვერი უახლოეს დროში ვიკტორ ოვლადიპოს შემცვლელს მოძებნის, რადგან ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

დასავლეთის გუნდი: რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა), დემიენ ლილარდი (პორტლენდი), კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი), ნიკოლ იოკიჩი (დენვერი), ლამარკუს ოლდრიჯი (სან ანტონიო), კარლ-ენტონი თაუნსი (მინესოტა)

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 17 თებერვალს შარლოტში გაიმართება.

altthestepien.com: გოგა ბითაძე NBA-ს დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია

alt"დეტროიტმა", როგორც იქნა, მოიგო - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა [VIDEO]