საოცარი სანახაობა შარლოტში - NBA ALL STAR 2019 შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 17 თებერვალს შარლოტში NBA ALL STAR-ი გაიმართა, სადაც ერთმანეთს იანის ანტეტოკუნმპოსა და ლებრონ ჯეიმსის გუნდები შეხვდნენ.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და გამარჯვება ლებრონის გუნდს დარჩა - 178:164.

ულამაზესი ჩატენვები, სამქულიანები - გუშინდელ მატჩში იყო ყველაფერი, რაც კალათბურთის გულშემატკივრებს უყვართ.

NBA ALL STAR. ლებრონის გუნდი - იანისის გუნდი 178:164
VideoSportall.Ge
17.0
2.19. NBA ALL STAR. ლებრონის გუნდი - იანისის გუნდი 178:164.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლებრონის გუნდის წევრი - კევინ დურანტი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში მეორედ მოიპოვა - მის ანგარიშზე 31 ქულა, 2 პასი და 7 მოხსნაა.

20 ქულა, 4 პასი და 8 მოხსნა მიითვალა კლეი ტომპსონმა, თავად ჯეიმსის ანგარიშზე კი 1 ქულით ნაკლებია.

საუკეთესო შედეგი მეორე გუნდის კაპიტან იანის ანტეტოკუნმპოს ჰქონდა. მან აქტივში 38 ქულა, 5 პასი და 11 მოხსნა ჩაიწერა.

სტეფ კარიმ კი 17 ქულა, 7 პასი და 9 მოხსნა მოაგროვა.

გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:

ლებრონის გუნდი:

სასტარტო: ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, კაირი ირვინგი, კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი

სათადარიგო: ენტონი დევისი, კლეი ტომპსონი, დემიენ ლილიარდი, ბენ სიმონსი, ლამარკუს კაზინსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ბრედლი ბილი, დვეინ ვეიდი.

იანისის გუნდი:

სასტარტო: იანის ანტეტოკუნმპო, სტეფ კარი, ჯოელ ემბიდი, პოლ ჯორჯი, კემბა ვოლქერი

სათადარიგო: კრის მიდლტონი, ნიკოლა იოკიჩი, რასელ ვესტბრუკი, ბლეიკ გრიფინი, ნიკოლა ვუჩევიჩი, დანჯელო რასელი, კაილი ლოური, დირკ ნოვიცკი.

მატჩის შემდეგ სამქულიანების კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც "ბრუკლინ ნეტსის" კალათბურთელი ჯო ჰარისი გახდა. მან 26 ქულა დააგროვა და სტეფ კარის 2 ქულით აჯობა.


გამარჯვების შემდეგ ჰარისმა კონკურენტის მიმართ დადებითი სიტყვები არ დაიშურა. მისი თქმით, "გოლდენ სტეიტის" ლიდერი ყველა დროის საუკეთესო მსროლელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"შედგა" თვარა ბაჩანას და გალაქტიონას სერიოზული იეჭვები ჰქონდათ ამასთან დაკავასირებით.
ოდალა
16:04 18-02-2019
0

სიახლეები პოპულარული