ხანგრძლივი ოვაციები - "გოლდენ სტეიტმა" ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო ბეჭედი გადასცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 მარტს "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად ზაზას ყოფილ კლუბთან, "გოლდენ სტეიტთან" 114:121 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 13 წუთი გაატარა და საკუთარ აქტივში 4 ქულა, 4 გადაცემა და 2 მოხსნა ჩაიწერა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელი სტეფ კარი გახდა, რომელმაც 26 ქულას 3 გადაცემა და 9 მოხსნა მიამატა. აღსანიშნავია კევინ დურანტის თამაშიც, რომელმაც ორმაგი დუბლი (14 ქულა, 11 გადაცემა და 5 მოხსნა)  გაიფორმა.

"დეტროიტის" რიგებში საუკეთესო შედეგი ბლეიკ გრიფინმა (24 ქულა, 8 გადაცემა, 6 მოხსნა) და ანდრე დრამონდმა (1
2 ქულა, 2 გადაცემა, 11 მოხსნა) აჩვენეს.

მატჩის დაწყებამდე ზაზა ფაჩულიას პატივსაცემად "ორექლ არენაზე" სპეციალური ცერემონია გაიმართა. ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა, მისმა ყველაზე ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა ქართველ ცენტრს 2017-2018 წლების NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა.

"უორიორსის" გულშემატკივრებმა ზაზა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოეს, "ორექლ არენის" დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.

"საჩემპიონო ბეჭედი შესანიშნავი რამეა, მაგრამ მე უფრო დიდად მეგობრობას და იმ ურთიერთობას ვაფასებ, რომელიც ბიჭებთან ჩამომიყალიბდა, და იმ გაკვეთილებს, რომლებიც მწვრთნელებისგან მივიღე.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცხოვრება კალათბურთზე გაცილებით უფრო მეტია. მეგობრობა და ურთიერთობები მთელი ცხოვრება თან გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა ასეთი გამოცდილება - ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი როგორც ამ დარბაზში, ისევე მის მიღმა.

მიხარია ძველი თანაგუნდელების ნახვა. ერთად უამრავი ბრძოლა გამოვიარეთ, მოგებულმა ტიტულებმა კი უფრო დაგვაახლოეს. გუნდში კარგი ურთიერთობების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ეს ბიჭები ჩემთვის განსაკუთრებულები არიან. შემიძლია მათ ჩემი ოჯახის ნაწილი ვუწოდო", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

73 მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს (37 მოგება, 36 მარცხი).

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 27 მარტს, "დენვერის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
"ღირსია, სლუშაი!"
0
გმადლობთ ზაზა, სამაგალითო სპორტსმენი ხარ!
emigranti
13:19 25-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული