+18. "პორტლენდის" კალათბურთელმა საშინელი ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პორტლენდის" კალათბურთელმა იუსუფ ნურკიჩმა "ბრუკლინთან" მატჩში ფეხის საშინელი ტრავმა მიიღო.

მეორე ოვერტაიმში 24 წლის ცენტრი მეტოქის ფართან ბურთისთვის იბრძოდა, რა დროსაც ცუდად დაეშვა მარცხენა ფეხზე. მედიის ინფორმაციით, ნურკიჩმა ფეხი მოიტეხა, თუმცა ეს ვიდეოზეც კარგად ჩანს.

"პორტლენდმა" "ბრუკლინი" 148:144 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილიდან პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა.

ტრავმის მიღებამდე ნურკიჩმა 32 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, რაც "პორტლენდის" რიგებში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ხალხის გამკვირვებია,აშკარად ჩანდა,რომ ფეხი მოიტეხა და ყველამ ადგილზევე გაანება თავი,მსაჯმა კი,სულაც ზედ გადააბიჯა და მოტეხილ ფეხზეც გაჰკრა ფეხი.ალბათ მართლა ძალიან განსხვავებული საქციელის ალგორითმი გვაქვს მათგან.
სოსო
26 მარტი 2019 16:56
4
ფაჩულია არსად ჩანს ახლოს?)))
მეც მეტქინა
26 მარტი 2019 16:17
12

სიახლეები პოპულარული