NBA. პლეი-ოფი: "ბოსტონი" სერიაში 3:0 დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
20 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ტორონტო რეპტორსმა" სტუმრად "ორლანდო" ანგარიშით 98:93 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა პასკალ სიაკამმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 4 პასი მიამატა. პასკალმ პლეი-ოფში საკუთარი პირადი რეკორდი დაამყარა.

კავაი ლეონარდმა 16 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. კიდევ ერთ ორმაგი დუბლის ავტორი "ტორონტოდან" კაილი ლაური გახდა, რომელმაც 12 ქულა და 10 პასი მოაგროვა.

"ორლანდოდან"კი ნიკოლა ვუკევიჩი 22 ქულით, 14 მოხსნით და 6 პასით გამოირჩა.

"ბოსტონ სელტიქსმა" სტუმრად "ინდიანა" ანგარიშით 104:96
დაამარცხა და სერიაში 3:0 დაწინაურდა. ჯეილენ ბრაუნმა 23 ქულა მიითვალა, ხოლო კაირი ირვინგმა 19 ქულას 10 პასი მიამატა.

ინდიანა - ბოსტონი 96:104

"ოკლაჰომა" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:108 მოიგო. "თანდერმა" სერიაში ანგარიში 1:2 გახადა. რასელ უესტრბუკმა ყველაზე მეტი 33 ქულა მიითვაა, რასაც 11 პასიც დაუმატა. პოლ ჯორმა 22 ქულა ჩააგდო.

"პორტლენდიდან" დემიენ ლილარდმა 32 ქულა ჩააგდო.

ოკლაჰომა - პორტლენდი 120:108
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული