NBA. პლეი-ოფი: პირველი მეოთხედფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
21-22 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის 4 მატჩი გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსი" "ინდიანას" ესტუმრა და ანგარიშით 110:106 დაამარცხა. "ინდიანადან" ბოგდან ბოგდანოვიჩი გამოირჩა 22 ქულით, ხოლო "სელტიქსიდან" გორდონ ჰეივორდმა 20 ქულა ჩააგდო, კაირი ირვინგმა 14 ქულა მიითვალა.

ამ გამარჯვებით "ბოსტონმა" სერიაში მეოთხე მოგება მოიპოვა და მშრალი ანგარიშით - 4:0 მეოთხედფინალურ სტადიაზე მიმდინარე სეზონში პირველი გავიდა.

"სელტიქსის" მეტოქე "მილუოკისა" და ზაზა ფაჩულიას "დეტროიტს" შორის გამარჯვებული იქნება, სადაც სერიაში 3:0-ს ჯერჯერობით "ბაქსი" იგებს.

ინდიანა - ბოსტონი 106:110

"გოლდენ სტეიტი" "კლიპერსს" ესტუმრა
და ანგარიშით 113:105 დაამარცხა. კევინ დურანტმა 33 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონი კი თანაგუნდელს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ დურანტმა პლეი-ოფში დაგროვებული ქულებით (3755) ჰაკიმ ოლაჯუვონს გადაუსწრო და ამ შედეგით მე-13 ადგილზე გადავიდა.

კლიპერსი - გოლდენ სტეიტი 105:113

"ოკლაჰომამ" "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 98:111 დამარცხდა. "თანდერი" სერიაში უკვე 1:3 მარცხდება.

პოლ ჯორჯის 32-მა ქულამ მასპინძლებს ვერ უშველა.

მაკკოლუმმა (27) და დემინელ ლილარდმა (24) ჯამში 51 ქულა მიითვალეს.

ოკლაჰომა - პორტლენდი 98:111

"ორლანდო" "ტორონტოსთან" შინ 85:107 დამარცხდა და სერიაში უკვე 1:3-ს აგებს. სტუმრებს კავაი ლეონარდმა 34 ქულით ულიდერა.

ორლანდო - ტორონტო 85:107
ასევე დაგაინტერესებთ