forbes.com: "დეტროიტი" ზაზა ფაჩულიას გაუშვებს

AutoSharing Option
"ფორბსის" ანალიტიკოსი დანკან სმითი, რომელიც კონკრეტულად "დეტროიტ პისტონსზეა" კონცენტრირებული, აცხადებს, რომ ამ ზაფხულს "დეტროიტი" ზაზა ფაჩულიას გუნდიდან გაუშვებს.

"ზაზა ფაჩულიას ეფექტურობა სეზონის განმავლობაში დაეცა, რისი მიზეზიც გუნდში ანდრე დრამონდის მდგომარეობაა (უდიდეს დროს ატარებს პარკეტზე).

კალდერონის მსგავსად, ფაჩულია ვერ იღებს იმას, რასაც შეჩვეული იყო. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ "დეტროიტი" სათადარიგო ცენტრს შეცვლის და ზაზა ფაჩულიას თავის გზაზე გაუშვებს."

ზაზა ფაჩულია დეტროიტულ გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდა "გოლდენ სტეიტ უორიორსიდან". ზაზამ ახალ კლუბში 68 (3 სასტარტოში) მატჩი გამართა, საშუალოდ 12.9 წუთს თამაშობდა, 3.9 ქულას,
3.9 მოხსნასა და 1.3 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ასევე დაგაინტერესებთ