ფოტო: nba.com/warriors
27 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო მატჩი გაიმართა.
"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "კლიპერს" 129:110 სძლია და სერიაში 4:2 დაამარცხა.
"უორიორს" კევინ დურანტა ულიდერა, რომელმაც 50 (!) ქულა ჩააგდო და ამით პლეი-ოფში პირადი რეკორდი დაამყარა, ადრე მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი პლეი-ოფში 45 ქულა იყო.
სტეფ კარიმ 24 ქულა მიითვალა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია და სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 16 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი და 4 ბლოკი მოაგროვა.
"კლიპერსიდან" 29 ქულით დანილო გალინარი გამოირჩა.
გამოსარჩევი ფაქტია, რომ "გოლდენ სტეიტი" უკვე ზედიზედ მეხუთე სეზონია NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდში გადის. მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონს" საკუთარ მოედანზე მიიღებს, მატჩი 28 აპრილს ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.