NBA. პლეი-ოფი: "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონს" დურანტის გარეშე მოუგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით გაიმართა NBA-ს პლეი-ოფის შეხვედრა. "ჰიუსტონ როკეტსმა" საკუთარ პარკეტზე "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა. ეს სერიაში მე-6 მატჩი გახლდათ, "გოლდენ სტეიტი" 3:2-ს იგებდა. კალიფორნიელებმა ტექსასელები სტუმრად 118:113 დაამარცხეს და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჰიუსტონელი ჯეიმს ჰარდენი გახდა 35 ქულით, სტეფ კარიმ 33 ქულა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა 7 სამქულიანი ისროლა ზუსტად და ჯამში 27 ქულა ჰქონდა. კრის პოლმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა- 27 ქულა და 11 მოხსნა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული