NBA. პლეი-ოფი: კავაის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთი და "პორტლენდის" მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ ღამით და დღეს დილით გაიმართა NBA-ს პლეი-ოფის ორი შეხვედრა.

ჯერ დასავლეთ კონფერენციის ფინალში გასასვლელად "დენვერი" და "პორტლენდი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სერიაში ანგარიში 3:3 იყო. მე-7 შეხვედრა დენვერში გაიმართა. თამაში მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, პირველი მეოთხედი 29:17 მოიგეს, თუმცა შეხვედრის ამ ტემპში გაგრძელება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ - 96:100 და დასავლეთ კონფერენციის ფინალში "პორტლენდი" ითამაშებს.

ორეგონელების შემადგენლობაში საუკეთესო მაკკოლუნი იყო, რომელმაც პარკეტზე 45 წუთი გაატარა და ამ დროში 37 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. დემიენ ლილარდმა 13 ქულითა
10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა მატჩი. ორმაგი დუბლი შეასრულა ენეს კარტერმაც - 12 ქულა და 13 მოხსნა.

"დენვერის" შემადგენლობაში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო - მის ანგარიშზე 29 ქულა და 13 მოხსნა გახლდათ. ჯამალ მარეის 17 ქულა ჰქონდა, გარი ჰარისს - 15.



"პორტლენდმა" "ოკლაჰომას" შემდეგ პლეი-ოფში "დენვერიც" დაამარცხა და მათი შემდეგი მეტოქე "გოლდენ სტეიტ უორიორზი" იქნება. პირველი ორი შეხვედრა ოუკლენდში გაიმართება, 15 და 17 მაისს.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მოსახვედრად "ტორონტო" და "ფილადელფია" იბრძოდნენ. ამ სერიაშიც ანგარიში 3:3 იყო. ბოლო შეხვედრა ტორონტოში გაიმართა და მასპინძლებმა კავაი ლეონარდის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით მოიგეს - 92:90. შეხვედრა კავაიმ 41 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. პასკალ სიაკამმა ორმაგი დუბლი შეასრულა- 11 ქულა და 11 მოხსნა , სერჟ იბაკას  17 ქულა ჰქონდა. "ფილადელფიას" შემადგენლობაში საუკეთესო იყო ემბიდი, ჯიმიმ  თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა - 21 ქულა და 11 მოხსნა. 16 ქულა მოაგროვა ბატლერმა, ხოლო ბენ სიმონსმა თამაში 13 ქულით, 8 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაამთავრა.

ამ გამარჯვებით "ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "მილოუკის" წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი ორი შეხვედრა უისკონსინის შტატში გაიმართება - 16 და 18 მაისს "მილოუკი" საკუთარ დარბაზში უმასპინძლებს "ტორონტოს".


ასევე დაგაინტერესებთ