"დალას მავერიკსის" მძიმე ფორვარდი, ლატვიელი კრისტაპს პორზინგისი ლიეპაიაში კონფლიქტის მსხვერპლი გახდა. ბალტიის ზღვის სანაპიროსთან მდებარე ქალაქის ერთ-ერთ კლუბში (Cukurfabrik) პორზინგისს უთანხმოება მოუვიდა რამდენიმე ადამიანთან, რის შედეგადაც "დალასის" ვარსკვლავს თავში სკამი ჩაარტყეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც პორზინგისი დასისხლიანებულია და ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს რუსეთში დაბრუნებას ჰპირდება. სწორედ აქედან გაირკვა, რომ ჩხუბის მონაწილეები რუსები იყვნენ.
როგორც ESPN წერს, ლატვიელ კალათბურთელს სერიოზული არაფერი სჭირს.