MVP იანისი - NBA-მ სხვადასხვა ნომინაციაში რეგულარული სეზონის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ სხვადასხვა ნომინაციაში რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

2018-19 წლების სეზონის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) "მილოუკის" ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო დასახელდა. მან "ოკლაჰომელ" პოლ ჯორჯს და "ჰიუსტონელ" ჯეიმს ჰარდენს აჯობა.

სეზონის საუკეთესო დებიუტანტად "დალასის" სლოვენიელი მოთამაშე ლუკა დონჩიჩი დასახელდა. მან ამ ნომინაციაში "ფენიქს სანსის" ცენტრ დეანდრე ეიტონს და "ატლანტელ" ტეი იანგს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ 100 შესაძლო ხმიდან სლოვენიელმა 98 მიიღო.

მეექვსე მოთამაშის ჯილდო "კლიპერსის" მოთამაშე ლუ უილიამსმა მიიღო. მან ნომინაციაში თანაგუნდელი მონრელ ჰარელი და "ინდიანას" ცენტრი დომანტას საბონისი
ჩამოიტოვა.

წლის საუკეთესო დაცვითი კალათბურთელი "იუტა ჯაზის" ცენტრი რუდი გობერი გახდა, რომელმაც იანის ანტეტოკუნმპოსა და პოლ ჯორჯს აჯობა.

ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ "ტორონტოელი" პასკალ სიაკამი დასახელდა. მეორე ადგილი "ბრუკლინელმა" დ'ანჯელო რასელმა, მესამე კი - "საკრამენტოელმა" დე'აარონ ფოქსმა დაიკავა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო "მილუოკი ბაქსის" დამრიგებელმა მაიკ ბუდენჰოულზერმა მიიღო. მას "დენვერის" და "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მწვრთნელები მაიკლ მელოუნი და დოკ რივერსი ჩამორჩნენ.

საუკეთესო თანაგუნდელის ნომინაციაში გამარჯვებული "მემფისის" მცველი მაიკ კონლი გახდა, რომელმაც საუკეთესო სპორტსმენის წოდებაც დაიმსახურა.

წლის საუკეთესო მომენტის პრიზი "მინესოტელ" დერიკ როუზს ერგო.

ლარი ბერდი და მეჯიქ ჯონსონი "ცხოვრებისეული მიღწევების" ჯილდოს მფლობელნი გახდნენ.

altინდიანაპოლისში გოგა ბითაძის ბილბორდებია გამოფენილი - კლუბში ოვაციებით შეეგებნენ [VIDEO]