დერიკ როუზი ჯიმი ბატლერის უცნაურ საქციელზე: ასეთი რამე არასდროს მინახავს

AutoSharing Option
"დეტროიტის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა ავტობიოგრაფიული წიგნი I’ll Show You ("გაჩვენებ") გამოუშვა, სადაც ჯიმი ბატლერის უცნაურ საქციელზე ისაუბრა.

წიგნში ყოფილი MVP "ჩიკაგოში" გატარებულ ბოლო სეზონზეც (2015/16) წერს.

"ბევრი უცნაური რამე ხდებოდა. არ მესმის, რაში იყო საქმე, მაგრამ ჯიმი ტანსაცმელს მოთამაშეების გასახდელში არ იცვლიდა, ამას მწვრთნელების გასახდელში აკეთებდა. უნდა ვაღიარო, ასეთი რამე არასდროს მინახავს. მან საკუთრი თავი გუნდისგან განაცალკევა. როგორ უნდა ვითვლებოდეთ გუნდად, როცა ასეთი რამეები ხდება?", - წერია როუზის წიგნში.

მომზადებულია clutchpoints-ის მიხედვით