NBA-ს ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა: რა უნდა ნაკრებში, იქ თამაში ჯიბეებს მაინც არ შეუვსებს

AutoSharing Option
"საკრამენტოს" 21 წლის კალათბურთელ დეაარონ ფოქსის მამამ მოკლე კომენტარი გააკეთა მისი შვილის აშშ-ის ნაკრებში თამაშის საკითხზე და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"რა მნიშვნელობა აქვს, ოდესმე ითამაშებს თუ არა აშშ-ის ნაკრებში? მისი მთავარი დანიშნულება "საკრამენტოში" თამაშია. რა უნდა იქ, ნაკრებში თამაში ჯიბეებს არ შეუვსებს."

დეაარონ ფოქსი ამერიკულ მედიაში გააკრიტიკეს, რადგან ახალგაზრდა კალათბურთელმა აშშ-ის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს ჩინეთში არ გაჰყვა.

21 წლის ფოქსისთვის NBA-ს წლევანდელი სეზონი კარიერაში მესამე იქნება. შარშანდელი შედეგების მიხედვით, NBA-ს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს გამოკითხვაში მხოლოდ ლონზო
ბოლს ჩამორჩა.