ყველაზე დიდი ხელფასი NBA-ს ისტორიაში - სტეფ კარის დაუჯერებელი გასამრჯელო ექნება

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" გამთამაშებელი სტეფ კარი მსოფლიო კალათბურთისა და NBA-ს ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი.

2017 წელს სტეფ კარიმ "გოლდენ სტეიტთან" სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა და 5 წელში ხელფასის სახით 201 მილიონ დოლარს მიიღებს. წლევანდელი სეზონიდან კი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება და ხელფასის სახით 40,2 მილიონ დოლარს მიიღებს. კალათბურთის სფეროში აქამდე ამხელა წლიური ხელფასი არავის ჰქონია.

კარის შემდეგ მოდიან რასელ უესტბრუქი ("ჰიუსტონი") და კრის პოლი ("ოკლაჰომა"), რომლებიც წლიურად 38,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. 5-ეულში  კი ჯეიმს ჰარდენი
("ჰიუსტონი") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი") არიან, რომლებიც ხელფასის სახით 1 წელში 38,1 მილიონ დოლარს იღებენ.


მომზადებულია fadeawayworld.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული