NBA-ს ვარსკვლავმა FIFA 20-ში "იუვენტუსი" ვერ იპოვა [PHOTO]

AutoSharing Option
"იუტა ჯაზისა" და ამერიკის შეერთებული შტატების 23 წლის კალათბურთელმა დონოვან მიჩელმა კომპიუტერულ თამაშ FIFA 20-ში "იუვენტუსის" პოვნა ვერ მოახერხა და "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

როგორც აღმოჩნდა, მიჩელმა "იუვეს" ზუსტი დასახელება არ იცოდა და "ტვიტერშიც" არასწორად დაწერა ტურინული გრანდის სახელი, თუმცა პასუხმაც არ დააყოვნა და "იუვენტუსის" ოფიციალურმა გვერდმა უპასუხა.

"რატომ ვერ ვპოულობ "იუევენტესს" FIFA 20-ში?" - დაწერა მიჩელმა.

"ალბათ, "იუვენტუსს" გულისხმობდი, ხომ? ჩვენ PES-ში ვართ. მალე თქვენთვის სპეციალური პაკეტი იქნება მზად და "ბიანკონერით" თამაშსაც შეძლებთ."


Sportall.Ge


საქმე იმაშია, რომ ამერიკულ კომპანია Electronic
Arts-ს ყველა ფეხბურთელისაგან უფლება ნაყიდი არ აქვს და ამიტომ, მას არ შეუძლია გუნდს "იუვენტუსი" დაარქვას. როგორც ჩანს, მიჩელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

თუმცა კომპიუტერული თამაშების მიღმა ძალიან კარგად გამოიყურება. NBA-ში ჩატარებულ მეორე რეგულარულ სეზონში დონოვანი საშუალოდ 23.8 ქულას, 4.1 მოხსნასა და 4.2 გადაცემას აგროვებდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებული ინფორმაციაა.
dato
21 ოქტომბერი 2019 16:19
0

სიახლეები პოპულარული