NBA. რეგულარული: "გოლდენ სტეიტმა", როგორც იქნა, მოიგო, გოგა ბითაძე არ ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "დეტროიტ პისტონსთან" ანგარიშით 94:96 დამარცხდა. სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს არ უთამაშია, თუმცა განაცხადში იყო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 21 ქულა დომანტას საბონისმა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა მიაყოლა. უორენმა 19 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მაილს ტერნერმა 16 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტიდან" კრისტიან ვუდმა 19 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ანდრე დრამონდმა 18 ქულას 18 მოხსნა დაუმატა.

ეს "ინდიანას" ზედიზედ მესამე მარცხია რეგულარულში. რაც NBA დაიწყო, გოგა ბითაძის გუნდს ჯერ არ
მოუგია.


"ჰიუსტონ როკეტსმა" შინ "ოკლაჰომა თანდერი" 116:112 დაამარცხა. "როკეტსს" ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, რომელმაც 40 ქულა ჩააგდო.

რასელ უესტბრუკს კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა. უესტბრუკმა 21 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

დენის შროდერმა და შაი გილგეოს-ალექსანდრმა 22-22 ქულა ჩააგდეს.

როგორც იქნა, პირველი მატჩი მოიგო "გოლდენ სტეიტმა", რომელმაც სტუმრად "ნიუ ორლეანი" ანგარიშით 134:123 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო, რომელსაც 10 მოხსნაც დაუმატა.

ამჯერად "უორიორსი" გუნდურად კარგად გაისარჯა. სტეფ კარიმ 26 ქულა და 11 პასი მოაგროვა, დეანდრე რასელმა 24 ქულა ჩააგდო, დემიონ ლიმ 23 ქულას 11 მოხსნა დაუმატა, ხოლო დრეიმონდ გრინმა სულაც სამმაგი დუბლი გაიფორმა, მან 16 ქულა, 17 მოხსნა და 10 პასი ჩაიწერა აქტივში.


"კლიპერსმა" შინ "შარლოტ ჰორნეტს" 111:96 სძლია. კავაი ლეონარდმა გუნდს 30 ქულა შესძინა. ეს "კლიპერსის" მესამე მოგებაა 4 ჩატარებულ მატჩში.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ნიუ იორკი-ჩიკაგო 105:98
ატლანტა-ფილადელფია 103:105
ტორონტო-ორლანდო 104:95
მილუოკი-კლივლენდი 129:112
სან ანტონიო-პორტლენდი 113:110
ფინიქსი-იუტა 95:96
საკრამენტო-ნაგეტსი 94:101

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ნორმალური კალათბურთელისთვის ნბა არის ოცნების უმღლესი მწვერვალი ხოლო ხელფასები ბევრჯერ მეტი ვიდრე ევროპაში.უკან დაბრუნებას ყოველთვის მოასწრებს.ატეხეს პესიმისტებმა ვაივაი.
რეალისტი
29 ოქტომბერი 2019 14:27
0
სეზონზე ათ თამაშს თუ მოუყარა თავი მაგარი მიღწევა იქნება დარჩენილიყო ევროპაში ბევრად აჯობებდა
nodo
29 ოქტომბერი 2019 11:12
16
გოგა პერსპექტივაზე აიყვანეს,თუმცა არც ახლა იქნება ბალასტი.ჩამოყალიბებული თორნიკე შენგელია წაიყვანეს,მაგრამ შეგუებისათვის მას დრო აღარ ჰქონდა,გოგას კი მისცემენ.
სოსო
29 ოქტომბერი 2019 14:26
0
მართალი ხარ, ევროპაში დააფასებდნენ, თავსაც გამოიჩენდა, ვარსკვლავობას შეეთამაშებოდა და საკმარის ფულსაც იშოვნიდა! როცა გადადიოდა და განსაკუთრებით ვიზის პრობლემები რომ შეექმნა, აქ დავწერე ამის შესახებ რამდენჯერმე და იმდენი დისლაიქი მივიღე, გამიკვირდა კიდეც! ნუთუ კეთილი სურვილები და სიმართლე ასე მიუღებელია?! თანაც ნაგავია ეს ინდიანა პეისერზი!
aburjga
29 ოქტომბერი 2019 11:24
6

სიახლეები პოპულარული