20 წლის ლუკა დონჩიჩმა "კლივლენდთან" მატჩში NBA-ს 4 მიღწევა აჩვენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" 20 წლის კალათბურთელმა ლუკა დონჩიჩმა "კლივლენდთან" მოგებულ შეხვედრაში (131:111) NBA-ს ერთდროულად 4 მიღწევა დააფიქსირა. 

ლუკამ შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა, მის ანგარიშზე 29 ქულა, 14 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა იყო და "დალასის" გამარჯვება სწორედ მისი დამსახურება გახლდათ.

ლუკა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 2 მატჩში ზედიზედ 29 ქულაზე, 13 მოხსნასა და 15 გადაცემაზე ნაკლები არ დააფიქსირა. 

20 წლის სლოვენიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა და 25 ქულაზე ნაკლები არ
ჩაუგდია. 

ლუკა "დალასის" ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 2 მატჩში 15 შედეგიანი გადაცემა (ან/და მეტი) გააკეთა. 

ბოლოს კი, 1965 წლის შემდეგ ლუკა გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ში, რომელიც ზედიზედ 2 მატჩში აგროვებდა მინიმუმ 25 ქულას, 10 მოხსნასა და 15 შედეგიან გადაცემას. ბოლოს ასეთი რამ ოსკარ რობერტსონმა გააკეთა.

altNBA. რეგულარული: დონჩიჩის სამმაგი დუბლი და "დალასის" წარმატებული სტარტი [VIDEO]


სიახლეები პოპულარული