NBA. რეგულარული: ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" ლეგენდას გადაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
4 ნოემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" სტუმრად "სან ანტონიო სპურსი" ანგარიშით 103:96 დაამარცხა. ამ მოგებით "ლეიკერსმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნაც მიამატა.

ხოლო ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გაიფორმა. მეფე ლებრონმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 13 პასი მოაგროვა.

ამასთან ერთად, ლებრონმა 2 ჩაჭრაც მოაგროვა და NBA-ს ისტორიაში ჩაჭრების მაჩვენებელში მე-15 ადგილზე დამკვიდრდა. ჯეიმსის ანგარიშზე 1 945 ჩაჭრაა და ამ
შედეგით "ლეიკერსის" ლეგენდას, კობი ბრაიანტს გადაუსწრო.


ლუკა დონჩიჩის მეთაურობით, "დალასმა" სტუმრად "კლივლენდ კავალიერსი" 131:111 დაამარცხა. სლოვენიელმა კალათბურთელმა 29 ქულა, 14 მოხსნა და 15 პასი ჩაიწერა აქტივში.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მაიამი-ჰიუსტონი 129:100
კლიპერსი-იუტა 105:94
ინდიანა-ჩიკაგო 108:95
ნიუ იორკი-საკრამენტო 92:113