NBA. რეგულარული სეზონი: ოლდრიჯის 39 ქულა, "სან ანტონიოს", "მაიამისა" და "კლიპერსის" მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 8 ნოემბრის დილით, გაიმართა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ოთხი შეხვედრა.

"შარლოტმა" "ბოსტონს" უმასპინძლა და 87:108 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტატუმი იყო 23 ქულითა და 9 მოხსნით, ხოლო "შარლოტის" რიგებში მაილს ბრიჯისმა ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა - 18 ქულა და 10 მოხსნა.

VideoSportall.Ge
08.11.19 შარლოტი
- ბოსტონი 87:108

"შარლოტს" აღნიშნული მარცხის შემდეგ ბალანსი 4-4-ზე აქვს, ხოლო "ბოსტონმა" 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმო.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს "სან ანტონი სპურსი" და "ოკლაჰომა სიტი სანდერი" შეხვდნენ და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 121:112. "სან ანტონიოს" რიგებში საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ 39 ქულით. "ოკლაჰომელთა" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა იტალიელმა დანილო გალინარიმ ჩააგდო - 27.


ამ შეხვედრის შემდეგ "სან ანტონიოს" ბალანსი 5:3-ზე აქვს, ხოლო "ოკლაჰომას" პირიქით - 3:5-ზე.

შემდეგი თამაში ფენიქსში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ფენიქს სანსმა" "მაიამი ჰიტსს" უმასპინძლა და 16 ქულით დამარცხდა - 108:124. "მაიმის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, გორან დრაგიჩს კი 25 ქულა ჰქონდა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო აარონ ბეინსი გახლდათ 23 ქულით.


ამ შეხვედრის შემდეგ "ფენიქსს" ბალანსი 5:3-ზე აქვს, ხოლო "მაიამის" - 6:2-ზე.

ბოლო თამაშში ერთმანეთს "ლოს ანჟელეს კლიპერსი" და "პორტლენდ ტრეილ ბლაზერსი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების, ლოსანჟელესელების გამარჯვებით დასრულდა  - 107:101. "კლიპერსის" რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა და 13-ჯერ მოხსნა ბურთი. "პორტლენდში" კი შეხვედრა 22-22 ქულით სი ჯი მაკკოლუნმა და ლილარდმა დაასრულეს, ჰასან უაითსაიდს კი 17 ქულა და 19 მოხსნა ჰქონდა.


აღნიშნული მატჩის შემდეგ "კლიპერსს" ბალანსი 6:3-ზე აქვს, ხოლო "პორტლენდს" - 3:5-ზე.